მთავარისიახლეებისაზოგადოებასაერთაშორისო ზარებზე ახალი ტარიფები დაწესდა

საერთაშორისო ზარებზე ახალი ტარიფები დაწესდა

Published on

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარების განხორციელებაზე ახალი ტარიფები დააწესა.
 
გადაწყვეტილების თანახმად, უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფი 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა. სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა.
 
კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო და პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მობილური, ისე ფიქსირებული და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები.
 
საერთაშორისო ზარების  ტერმინაციაზე (ზარის განხორციელება) ახალი ტარიფები ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...