მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ფოტოების გადაღება აუტყდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ოკუპანტი ქვეყნისა და აფხაზეთის მარიონეტული...

რა ფოტოების გადაღება აუტყდათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ოკუპანტი ქვეყნისა და აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან?

Published on

 თურქეთში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტზე გადაღებულ  ფოტოს,  რომელზედაც  პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და  რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გვერდიგვერდ დგანან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ფოტომ აღძრა კითხვებიდა ეჭვები,  რომ  ქართველი ვიცე პრემიერი ოკუპანტი ქვეყნის პრემიერს შეხვდა და ხელისუფლება ამას ხალხს უმალავს.
 
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს, რომელთაც მედიაში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით ეს კითხვები დაუსვეს,   განაცხადა, რომ   არანაირი შეხვედრა არ გამართულა და მხოლოდ საერთო, პროტოკოლური ფოტო გადაიღეს. 
„არ ყოფილა არანაირი შეხვედრა. რაც შეეხება ფოტოს, ეს იყო პროტოკოლური ფოტო. ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს“,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
 
ცოტა ხნის წინ მედუიაში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც  არბეჭდილი ჩინეთში ჩასული საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე   დე ფაქტო აფხაზეთის ოფიციალურ წარმომადგენელთან სონერ გოგუასთან ერთად. ამ შემთხვევაშიც ეს   ოკუპანტი ქვეყნისა და აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლის გვედით თვითკმაყოფილი სახით დგომა  ფოტო და ვიდეოკამერების წინაშე მოპოზიორე ქართველმა თანამდებობი პირებმა შემთხვევითობით ახსნეს. 
 
 
 

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...