მთავარისიახლეებისამართალიკლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

Published on

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს ფარმან ჯეირანლის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. 
როგორც მოსამართლემ განმარტა, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება. აღნიშნულ დასაბუთებულ ვარაუდს კი მხარეების მიერ დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა.დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდას მოითხოვდა , თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. 
წინასასამართლო სხდომა 12 ივლისს 15:00 საათზე ჩაინიშნა.მთავარი პროკურატურა შპს ”ლანცეტი”-ს დირექტორს პაციენტებისგან დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას ედავება. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...