ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა (Video)

0
433

მუნიციპალიტეტის შემდეგ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო – თორმეტმა დეპუტატმა სამის წინააღმდეგ ხმა ქალაქის და თემის გაერთიანებას დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია, მას არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს ხმაურის, კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. დეპუტატებს უნდა ემსჯელათ და მიეღოთ გადაწყვეტილება დაუჭერდნენ თუ არა მხარს სამთავრობო ინიციატივას ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის გაერთიანების შესახებ. სხდომას მესამე სექტორისდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე იმყოფებოდნენ ასევე დაინტერესებული პირები და ნაციონალური მოძრაობის წევრები. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო პლაკატების ფონზე წარიმართა. მათი უმრავლესობის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგიდან უნდა იქნას ამოღებული და არც კენჭისყრა უნდა შედგეს. მიმდინარე სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დეპუტატებს შორისაც. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საკრებულოს უმრავლესობა პარტიული დავალების ლობირებაში დაადანაშაულა და მოუწოდა მათ, გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიეღოთ. ამასთან, ანა წითლიძის განცხადებით, სამთავრობო ინიციატივის განხილვისას აუცილებელი იყო დასწრებოდნენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში. საკრებულოს კიდევ ერთი წევრის  ბათლომე შელიას განცხადებით,  მიუხედავად საკრებულოს წევრთა პრინციპული დამოკიდებულებისა, ისინი ორჯერ დაიბარეს თბილისში და მკაცრად მოსთხოვეს, მხარი დაეჭირათ აღნიშნული სამთავრობო ინიციატივისთვის. აღნიშნულ განცხადებებს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მოულოდნელად სხდომა დატოვა და გარეთ გავიდა, თუმცა ის ცოტა ხანში გაგრძელდა,  ისევ კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე.

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკრებულოს თავმჯდომარემ უკვე მეორედ ისე დატოვა სხდომა, რომ არც განუმარტავს ამის მიზეზები. რიგგარეშე სხდომაზე ნახევარსაათიანი შესვენება მისმა მოადგილემ, თაზო ფაცაციამ გამოაცხადა.

საკრებულოს სხდომა თითქმის ერთსაათიანი შესვენების შემდეგ განახლდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ სამთავრობო ინიციატივა კენჭისყრაზე მოულოდნელად დააყენა. ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, რომ არც კენჭისყრის შედეგები გამოუცახდებია, თუ ვინ იყო საკითხის მხარდაჭერის წინააღმდეგი და ვინ მომხრე. მედიასთან კომენტარი მხოლოდ მისმა მოადგილემ გააკეთა. თაზო ფაცაციას განცხადებით, მათი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად აისახება ოქმში, მათ შორის ისიც, რომ სურვილი აქვთ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

მუნიციპალიტეტის შემდეგ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ დღეს ხმათა უმრავლესობით – 12 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის გაერთიანებას. ინიციატივის წინააღმდეგ მხოლოდ, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები წავიდნენ

 

წინა სტატიავენეციის კომისიის მდივანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის აუცილელობაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან ვალუტის გადამცვლელი გაძარცვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური