მთავარისიახლეებიპოლიტიკავენეციის კომისიის მდივანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის აუცილელობაზე საუბრობს

ვენეციის კომისიის მდივანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის აუცილელობაზე საუბრობს

Published on

ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა დღეს, ბერლინში, სადაც საქართველოს კონსტიტუციური პროექტს განიხილავენ,  განაცხადა, რომ  მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონსენსუსის მიღწევას კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის არჩევის წესისა და მანდატების განაწილების საკითხებთან დაკავშირებით.
 
„როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ახალი კონსტიტუცია იქნება წინგადაგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსესუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს. რაც შეეხება იმას, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევნების წესით ჩატარდება, ვფიქრობ, ეს კომპრომისისთვის მზაობას აჩვენებს, ამასთან  მანდატების გადანაწილები საკითხზე  დისკუსია ისევ გრძელდება და ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ მოქმედი უმრავლესობის მზადყოფნა, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია“ – განაცხადა თომას მარკერტმა.
 
საქართველოს პრეზიდნტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის განცხადებას, ამბობს  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე- საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო განხილვების დაწყების პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შეიქმნას კონსენსუსის პრეცედენტი და საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს ითვალისწინებს, გახდეს თანხმობის დოკუმენტი.

 
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....