მთავარისიახლეებიპოლიტიკავენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრები იწყება

ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრები იწყება

Published on

ბერლინში ვენეციის კომისიის ექსპერტებთან ორდღიანი შეხვედრები იწყება. შეხვედრებს გერმანელი და ბრიტანელი სპეციალისტებიც დაესწრებიან. ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის პროექტს ევროპელ ექსპერტებს მუხლობრივად გააცნობს. ბერლინში იმყოფებიან ოპოზიციონერები, რომლებმაც საკონსტიტუციო კომისია დატოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა დამატებით თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში იმართება.

საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარედგინათ. ბოლო შეხვედრა 15 მაისს თბილისში ჩაიშალა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა. პროექტს "ქართული ოცნების" 108 დეპუტატი აწერს ხელს. საკონსტიტუციო კომისიამ სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი). პროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება. საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. საკონსტიტუციო კომისია ბოლო ეტაპზე პროტესტის ნიშნად დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.

პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...