მთავარისიახლეებისამართალიშსს-მ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-მ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

Published on

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1965 წელს დაბადებული გ. კ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, გასაღების მიზნით შეიძინეს ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისს თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში გაასაღეს. აღნიშნული ქმედებით, ჯიხურის მოლარე-ოპერატორმა 1305 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიიღო. სამართალდამცველებმა, ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მიერ გასაღებული ყალბი კუპიურა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...