მთავარისიახლეებისაზოგადოებასამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ ჯგუშია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია თანამოაზრეებთან ერთად არიან შეკრებილები. ისინი ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შელში უჭირავთ პლაკატები წარწერით – "თვითმმართველობა ხალხს", "ზუგდიდი ყველას გვაერთიანებს", "გადადგეს კორუმპირებული გუბერნატორი". "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის პირდაპირ ეთერში, დებატებზე იწვევს გუბერნატორ ლევან შონიას, ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გიგოხიას და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ-დეპუტატს მერაბ ქვარაიას. ჯგუშიამ აღნიშნული დებატების უზრუნველსაყოფად ტელერადიოკომპანია "ოდიშს" საეთერო დროის გამოყოფა სთხოვა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...