მთავარისიახლეებიეკონომიკასახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება - აცხადებს სოფლის...

სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი

Published on

საქართველოში გადაუღებელ წვიმებსა და სეტყვას დიდი ზარალი მოყვა.– ასე მაგალითად  იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, წინასწარი ინფორმაციით, 600 000 ლარს გადააჭარბა.
ლაგოდეხის რაიონში სეტყვამ გაანადგურა  ვენახები და ბოსტნეული კულტურა. რამდენიმე ოჯახში კი წვიმის შედეგად სარდაფები დაიტბორა.
სამეგრელოში მეფუტკრეს წვიმამ 75 სკა გაუნადგურა. 
 მოსახლეობა  ხელისუფლებისგან  კომპენსაციის მიღების იმედად არის დარჩენილი და უკიდურეს შემთხვევაში  საბანკო ვალდებულების შესრულებაში დახმარებას სთხოვს.
 

ამ ფონზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ  სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. როგორც მან აღნიშნა ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება და მისი ანაზღაურების ფუფუნება სახელმწიფოს არ გააჩნია.
 
“სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინები, არ იქნება არანაირი კომპენსაცია. მაშინ, როდესაც აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. ზარალი მილიონობით არის, მისი ანაზღაურების ფუფუნება ბიუჯეტს არ აქვს. საჭიროა სოფლის მეურნეობის ძირითად საშუალებებში ჩაიდოს ინვესტიციები სექტორის გასაძლიერებლად და არა ერთჯერადი დახმარებები”-განაცხადა მინისტრმა
 
 

სიახლეები

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...