მთავარისიახლეებიპოლიტიკალაშა თორდია მთავარი აუდიტორის პოსტზე შესაძლოა დავით ნარმანიამ ჩაანაცვლოს

ლაშა თორდია მთავარი აუდიტორის პოსტზე შესაძლოა დავით ნარმანიამ ჩაანაცვლოს

Published on

თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ  აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილება.
 
„ამ საკითხზე მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს. განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის განიხილება ეს ვერსიაც“, – განაცხადა ნარმანიამ ჟურნალისტების შესაბამისი შეკითხვის პასუხად.  იგი ასევე, არ გამორიცხავს, რომ თბილსის მერის პოსტზე კენჭი კახი კალაძემ იყაროს. 
 
მისივე განმარტებით, კონსულტაციები მიმდინარეობს თბილისის მერობის კანდიდატსა და ზოგადად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხის შესახებაც.
 
„კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის არის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და როგორც კი დასრულდება, აუცილებლად გაიგებთ ამის შესახებ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
 
როგორც ცნობილია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი 2012 წლიდან ლაშა თორდიას უკავია, მაგრამ მალე  უფლებამოსილების ვადა ეწურება.
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...