მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობოები: საკრებულოს სხდომა პროცედურული დარღვევებით წარიმართა (Video)

არასამთავრობოები: საკრებულოს სხდომა პროცედურული დარღვევებით წარიმართა (Video)

Published on

ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები საკრებულოს დღევანდელ სხდომას და სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დღის ბოლოს ბრიფინგით გამოეხმაურნენ. მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, სხდომა, სადაც სამთავრობო ინიციატივა ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის გაერთიანების შესახებ მოიწონეს და მხარი დაუჭირეს, პროცედურული დარღვევებით წარიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, არც მათ და არც რიგით მოქალაქეებს არ მიეცათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო შედგენილი სიტყვით გამომსვლელთა მსურველების სია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის დახურვამდე უნდა დაეფიქსირებინა ისიც, თუ ვინ იყო წინააღმდეგი და ვინ მომხრე, რაც არ მომხდარა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საუნჯე“ და „სამართლიანი არჩევნები“ სხდომის ოქმის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....