მთავარისიახლეებიპოლიტიკააქციის მონაწილეებმა გუბერნიის შესასვლელთან პროტესტის ნიშნად ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

აქციის მონაწილეებმა გუბერნიის შესასვლელთან პროტესტის ნიშნად ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

Published on

"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ ჯგუშია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია თანამოაზრეებთან ერთად არიან აქციას მართავენ სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამხარეო ადმინისტრაციის წინ. შეკრებილებმა რამდენიმე წუთის წინ ყვავილების გვირგვინი მიიტანეს სამხარეო ადმინისტრაციის შესასვლელთან და მოუწოდეს  მთავრობის ხელმძღვანელს "გადარგოს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და მოაშოროს აქაურობას". აქციის მონაწილეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ინაცვლებენ და იქ აპირებენ აქციის გაგრძელებას.  ისინი ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შელში უჭირავთ პლაკატები წარწერით – "თვითმმართველობა ხალხს", "ზუგდიდი ყველას გვაერთიანებს", "გადადგეს კორუმპირებული გუბერნატორი". 

 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...