მთავარისიახლეებისამართალიპირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს ციანიდის საქმესთან კავშირი არა აქვს - მამა გიორგი...

პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს ციანიდის საქმესთან კავშირი არა აქვს – მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი

Published on

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია განსხვავებულ აქცენტებში აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები ციანიდის საქმესთან შემხებლობაში არ არის. მისი თქმით, ამ მასალებში ციანიდი ნახსენები არ არის. ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ შანტაჟზე საუბრობს.„საუბარია დეკანოზის მობილური ტელეფონიდან და ასევე კომპიუტერიდან მიმოწერის ამონაწერებზე, რომელსაც აქვს პირადი ხასიათი, და შემხებლობა არ აქვს სისხლის სამართლის დანაშულთან. სისხლის სამართლის დანაშაულთან თუ რაიმე კავშირში არის, არ არსებობს ასეთი რაღაც. როცა დეკანოზს საპროცესო შესთავაზეს და უარი თქვა, როცა ბრალი დაუმძიმეს და არ გატყდა, როცა გადაწყვიტეს პირადი მიმოწერით დაეშანტაჟებინათ, ეს იყოს შანტაჟი და არ გატყდა, ამის გამო დაიხურა სასამართლო პროცესი, რომ სხვა გზა არ დარჩათ, დახურულ სასამართლო სხდომაზე გაეპრავებინათ პროკურატურის აბსურდული ბრალი,“ – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ. ადვოკატის თქმით, როცა მამა გიორგი მამალაძე პირველად მიიყვანეს პროკურატურაში, უთხრეს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში თუ სოსო ოხანაშვილსა და დიმიტრი შიოლაშვილს დაასახელებდა, საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ. მისი თქმით, შემდეგ უკვე დეკანოზის დაკითხვის დროსაც იყო ამის მინიშნება. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...