დღეს, 09:00 საათზე, საქართველოს 1 500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციიt გამოცდებისათვის 48 000-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში (ქართული, უცხო ენები, ისტორია, მათემატიკა) ჩააბარებენ. გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასების ათვლა წყება 5 ქულიდან და ზღვრის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით, 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.მათივე ინფორმაციით, მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ. გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება. „გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. სისტემა კონკრეტულ კითხვაზე გაცემული პასუხის მიხედვით ურჩევს მოსწავლეს მომდევნო კითხვას, სანამ მის ცოდნასა და შესაძლებლობებს არ დაადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
სიახლეები
საზოგადოება
ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...
სიახლეები
ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა
ოზურგეთის მერი გადადგა ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...
სიახლეები
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს
“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...
სიახლეები
ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...