მთავარისიახლეებისაზოგადოებავინ ,,არ არის მოტორზე'' და რა ფოკუსს უტარებს მათ მღვდელმსახური ანთიმოზ...

ვინ ,,არ არის მოტორზე” და რა ფოკუსს უტარებს მათ მღვდელმსახური ანთიმოზ ბიჩინაშვილი საპატრიარქოსთან

Published on

ბერი ნიკოლოზი ფოკუსებით ატყუებს მრევლს და დანა მხოლოდ იმისთვის ამოვიღე, რომ საპასუხო ფოკუსი მეჩვენებინა – განაცხადა ტვ "იბერიის" ეთერში მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა, როელიც  ადასტურებს საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციის დროს დანის ამოღებას და გახსნას. 
 
"საპატრიარქო არაა ჩვეულებრივი დაწესებულება და მის წინ ლგბტ და სხვა აქციები არ შეიძლება", – ამბობს მამა ანთიმოზი და ამატებს: "ილია მეორე ლოცვით ამაღლდა ილია წინასწარმეტყველის დონემდე, აი, ასეთი პატრიარქი გვყავს და მაგას რო ებრძვი, ესე იგი, ვერა ხარ მოტორზე". 
 
შეგახსენებთ, 18 მაისს საპატრიარქოსთან ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ მოქალაქეები,   რომელთაც  პატრიარქთან შეხვედრა უნდოდათ –  აქციის მონაწიეები  აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სასულიერო პირის დევნა და მას ზესტაფონის ქუჩაზე მცხოვრებლები საკუთარ სახლში არ უშვებენ.
 
შეკრებილთა თქმით, ამ დროს მათ საპატრიარქოდან გამოუვარდათ მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უფრო მეტიც, დანა, რომელსაც დემონსტარტიულდ ატრიალებდა ხელში, ერთერთი სასულიერო პირის მიმართულებით გაისროლა. როგორც ანთიმოზ ბიჩინაშვილი აცხადებსს, ეს შემთხვევითობა იყო – უბრალოდ დანას ათამაშებდა და ამ დროს ხელიდან გაუვარდა.
 
 
 
 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...