მთავარისიახლეებიმსოფლიოჯეიმს კომი დათანხმდა სიტყვით გამოვიდეს აშშ-ის სენატის დაზვერვის სპეცკომიტეტის ღია მოსმენაზე

ჯეიმს კომი დათანხმდა სიტყვით გამოვიდეს აშშ-ის სენატის დაზვერვის სპეცკომიტეტის ღია მოსმენაზე

Published on

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი დათანხმდა აშშ-ის სენატის დაზვერვის სპეცკომიტეტის ღია მოსმენაზე სიტყვით გამოვიდეს. აღნიშნულის შესახებ სპეცკომიტეტის თავმჯდომარის რიჩარდ ბერის განცხადებაშია ნათქვამი. 
 
„გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი დაგვთანხმდა კომიტეტის ღია მოსმენაზე სიტყვით გამოვიდეს. კომიტეტი ღია მოსმენების თარიღს 29 მაისის შემდეგ დანიშნავს“, – ნათქვამია განცხადებაში. 
 
რიჩარდ ბერიმ აღნიშნა, რომ მას სურს ინფორმაცია მიიღოს ჯეიმს კომის როლის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში. 
 
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომი თანამდებობიდან 9 მაისს გაათავისუფლა. დონალდ ტრამპის განმარტებით, ჯეიმს კომი ეფექტურად არ ასრულებდა თავის ფუნქციებს. 

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...