მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს-ს ინფორმაციით ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული

შსს-ს ინფორმაციით ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული

Published on

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს, – ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.უწყების ინფორმაციით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.როგორც შსს-ში აცხადებენ, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. 
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...