მთავარისიახლეებისაზოგადოება"საია" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პირველ ეტაპზე გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს

“საია” საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პირველ ეტაპზე გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს

Published on

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყველთაო განხილვის პირველ ეტაპს აფასებს და გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მათი განცხადებით, განხილვების დროს ფართო საზოგადოებას არ ქონდა შესაძლებლობა, თავისუფლად და აქტიურად ჩართულიყო პროცესში.საიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას რეალურად არ სურდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოესმინა მოქალაქეების მოსაზრებები, განსაკუთრებით ხელისუფლების პოზიციებისგან განსხვავებული შეხედულებები.„საერთო ჯამში იკვეთებოდა იმგვარი ტენდენცია, რომ ხელისუფლებას სურდა მოესმინა უმეტესწილად მისთვის სასურველი მესიჯები, ნაცვლად კრიტიკული მოსაზრებებისა. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მოსული იყვნენ წინასწარ დაწერილი კითხვებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო გარკვეულწილად ორგანიზებული პროცესი და არა სპონტანური საყოველთაო სახალხო განხილვა, სადაც მოქალაქეები მიდიან და უკვე უშუალოდ თავიანთ აზრებს აფიქსირებენ,“ – აღნიშნავს საიას იურისტი სოფიო ჭარელი

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...