მთავარისიახლეებისაზოგადოებაოთარ წოწორიას ვარაუდით, ეს არის ანგარიშსწორება

ოთარ წოწორიას ვარაუდით, ეს არის ანგარიშსწორება

Published on

"სავარაუდოდ, ანგარიშსწორებაა, ყველაფერი ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, კანონიერად მაქვს. ერთი იარაღი ბაბუაჩემის კუთვნილია და 20 წელია გაფორმებული მაქვს . მემკვიდრეობით მერგო და არასდროს მისვრია. შეგიძლიათ ნახოთ, არც ერთი კარი არ იკეტება. ჩვენ ოჯახს 24 საათის განმავლობაში არ ვტოვებთ, მაგრამ ჩემი სიმამრის გარდაცვალების გამო, 8 დღის განმავლობაში სახლი უკონტროლოდ იყო", – აცხადებს ოთარ წოწორია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული. უწყების განმარტებით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...