მთავარისიახლეებისამართალიმზიურის ტერიტორიაზე ბომბს ეძებენ

მზიურის ტერიტორიაზე ბომბს ეძებენ

Published on

მზიურის ტერიტორიაზე, ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებით, გამნაღმველების ჯგუფი მივიდა. ისინი იქ ამ წუთებშიც განაგრძობენ მუშაობას.

დღეს მზიურის თავისუფალ სივრცეში ლგბტ თემის წარმომადგენლები ფილმ "პრაიდის" ჩვენებას გეგმავდნენ. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ჩვენების ადგილზე მივიდნენ სამღვდელო პირები და მრევლი. ადგილზე მცირე დაპირისპირებაც მოხდა აქციის მონაწილესა და ფილმის საყურებლად მისულ სტუმარს შორის. 

"მზიურის" ტერიტორიაზე არსებული კინოთეატრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა განაცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა.
ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია, რომელსაც „მზიურთან“ სასულიერო პირები და მრევლი მართავდა. ისინი ფილმის ”პრაიდი” ჩვენებას აპროტესტებდნენ. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ფილმი მამათმავლობის პროპაგანდაზეა და მათთვის გარყვნილების ქადაგება მიუღებლია. ”დაუშვებელია ბავშვთა ცენტრის ტერიტორიაზე ასეთი ფილმის ჩვენება”, – აცხადებდნენ „მზიურთან“ შეკრებილი სასულიერო პირები. 
ევაკუაცის გამო ფილმის ჩვენება შეწყდა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...