მთავარისიახლეებისაზოგადოებამზიურის ტერიტორიაზე ბომბის არსებობა არ დადასტურდა

მზიურის ტერიტორიაზე ბომბის არსებობა არ დადასტურდა

Published on

მოქალაქის მიერ შესული შეტყობინება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, არ დადასტურდა.სამართალდამცველები „მზიურში“ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. უსაფრთხოების გამო “მზიურში” მდებარე ერთ-ერთი შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქის ზარი იმ დროს შევიდა, როცა “მზიურში” ფილმ “პრაიდის” კინოჩვენება მიმდინარეობდა. „მზიურში“ კინოჩვენებას იქ შეკრებილი სასულიერო პირები და მრევლი აპროტესტებდა. მათი თქმით, ფილმი ლგბტ თემის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, რაც მათივე განცხადებით, დაუშვებელია. ფილმის ჩვენებაზე მყოფი ხალხის ევაკუაცია “მზიურის” ქვედა ტერიტორიიდან განხორციელდა, ხოლო აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა “მზიურის” ცენტრალური შესასვლელისკენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაიყვანეს. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...