მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ეს არის მორიგი სადამსჯელო ოპერაცია''- ოპოზიცია სტრასბურგის მოსამართლის ძმის...

,,ეს არის მორიგი სადამსჯელო ოპერაცია”- ოპოზიცია სტრასბურგის მოსამართლის ძმის სახლის ჩხრეკას “რუსთავი 2”-ის საქმეს უკავშირებს

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკას, ოპოზიცია რუსთავი 2-ის და იმ საქმეებს უკავშირებს, რომელსაც ნონა წოწორია განიხილავს.
 
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მიმდინარე განხილვადი საქმეები, ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის და ცდილობს გარკვეული ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე.
 
“ნონა წოწორია იხილავს მთელ რიგ საქმეებს, რომელიც დისკომფორტის მომტანია ხელისუფლებისთვის და შესაბამისად, ეს არის მორიგი სადამსჯელო ოპერაცია. რუსთავი 2-ის საქმე ხელისუფლებისთვის ალბათ პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ყველაზე უფრო დიდი დისკომფორტის მომგვრელია. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები იმის მაგივრად, რომ თავის საქმით იყვნენ დაკავებულნი, პირდაპირ არიან გადასული პოლიტიკურ ტერორზე, ივანიშვილის ოჯახის მომსახურებაზე“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
 
ევროპული საქართველო მომხდარს საგანგაშო და საშიშ ტენდენციად აფასებს : „ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია, რასაც ვხედავთ ჩვენ ბოლო წლების მანძილზე თუ როგორ ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეებზე ხელისუფლება,“ – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
 
რუსთავი 2-ს უკავშირებს მოსამართლე წოწორიას ძმის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორიც.
 
„პირდაპირ ვუკავშირებ რუსთავი 2-ის საქმეს იმიტომ, რომ ქართული ოცნების დეპუტატები, ხელისუფლების წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე აპელირებდნენ იმაზე, რომ ეს საქმე სტრასბურგში ჩააწყო სწორედ ადეიშვილის ყოფილმა მოადგილემ ნონა წოწორიამ. მარტივი შურისძიების გზას დაადგნენ,“ – აცხადებს ელისო კილაძე.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...