მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი და კიდევ ექვსი ქალაქი თვითმმართველობის უფლებას კარგავს

ზუგდიდი და კიდევ ექვსი ქალაქი თვითმმართველობის უფლებას კარგავს

Published on

 

''ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლა    იმ მიზნით, რომ  უმოკლეს დროში განიხილონ და ერთხმად დაუჭირონ მხარი სამინისტროს მიერ მომზადებულ ინიციატივას თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალური თემების გაერთიანების შესახებ.'' – ითქვა დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელზედაც წარმოდგენილ იქნა 21 არასამთავრობო ორგანიზაციის   პოზიცია ამ ინიციატივისა და მისი  მხარდაჭერის კამპანიის მიმართ. 
 იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემის შეერთება, რაც რეალურად ნიშნავს თვითმმართველობის უფლების დაკარგვას როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისათვის. 
 
სამწუხაროა, რომ სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ეს მით უფრო გასაკვირია, როცა 29 მარტს 130-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ მივმართეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მზად ვიყავით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გვემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ მიმართვას ხელისუფლების მხრიდან არანაირი დიალოგის სურვილი ან კონსულტაციის მცდელობა არ მოჰყოლია.
 
,,სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. – ნათქვამია ამ ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ. – მოვითხოვთ,  უახლოეს დღეებში, საკრებულოების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.   
 
არასამთავრობო  ორგანზაციების შეფასებით ხელისუფლების ამ  ინიციატივის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს არა მარტო სამოქალაქო სექტორს, არამედ იმ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება. ეს განწყობა კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა რეგიონებში კონსტიტუციის განხილვის დროს მოქალაქეების გამოსვლებისას. 
 
”ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვის პარალელურად, სადაც მოქალაქეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და მუნიციპალიტეტებში “შესათანხმებლად“ გადააგზავნა ინიციატივა, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის, მათ შორის შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს. 
 
სამწუხაროდ, საკონსტიტუციო განხილვებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაუმალეს სიმართლე და არ უთხრეს, რომ ცვლილებათა პაკეტი, პრაქტიკულად, უკვე მზადაა და სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში სულ მალე დადგება.
 
ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესი წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან. ამიტომაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, აგრეთვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უახლოეს დღეებში, საკრებულოების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად იმისა, ვინ არის ინიციატივის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, რათა განვიხილოთ თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებული წინადადებები”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 
 
მიმართვას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ხელს აწერს   ”საუნჯე“ (ზუგდიდი), რომელიც დღეს ზუგდიდში   პრესკონფერეციას გამართავს.
 
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი იაგო ფასანძე აცხადებს, სამოქალაქო სექტორი აპროტესტებს ზუგდიდისა და სხვა ექვსი ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას  და მოიწოდებს ზუგდიდის საკრებულოს,  მმართველ გუნდს, თავი შეიკავოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებისა და მისი მხარდაჭერისაგან. 
 
 
 
 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...