მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ ფიქრობს, რომ არასწორად აგვირჩევია გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი ანუ ...

ვინ ფიქრობს, რომ არასწორად აგვირჩევია გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი ანუ საქართველოს მოსახლეობას არ ჰყოფნის ტვინი, რომ სწორი პრეზიდენტი აირჩიოს

Published on

 

 
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული პლატფორმასთან შეხვედრა გამართა, სადაც 85-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ პროექტზე  პრეზიდენტის მოსაზრება მოისმინა.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება იყო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის ვერსიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესი უკვე შედგა.
 
” ჩვენ არ დაგავიწყდეს ის, რომ ამ კონსტიტუციის ვერსიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესი უკვე შედგა. ჩვენ არ დაგვავიწყდეს ის, რომ საკონსტიტუციო კომისია დატოვა პროტესტის ნიშნად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. არ დაგვავიწყდეს ის, რომ ის ექსპერტები და არასამთავრობოები,  რომლებმაც არ დატოვეს, მაგრამ დარჩნენ იქ, მათ უარყოფითი მისცეს ამ კონსტიტუციის პროექტს. ანუ ჩვენ დღეს რასაც ვიხილავთ, ეს არის დოკუმენტი ნულოვანი კონსესუსით. თუ შენ ამბობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული და ის უნდა აირჩიოს სამასმა ხმოსანმა, ამისი ლოგიკა უნდა იყოს არა ის, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ჰყოფნის ტვინი, რომ სწორი პრეზიდენტი აირჩიოს, არამედ რაღაცა სხვა, ნებისმიერი სხვა გამართლება. ნახეთ, რამდენი შეცდომა დავუშვით, ხალხო. ნახეთ, არასწორად აგვირჩევია გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი და, თურმე, არ გვცოდნია არჩევნები და რამენაირად მოგვაშორეთ ეს ტვირთი, – ეს ლოგიკა არის დემოკრატიისთვის დამღუპველი,“ – განაცხადა მარგველაშვილმა
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...