მთავარისიახლეებიპოლიტიკათემის და ქალაქის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხის საკრებულოს მთავარ სხდომაზე გატანის გადაწყვეტილებას არასამთავრობოები...

თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საკითხის საკრებულოს მთავარ სხდომაზე გატანის გადაწყვეტილებას არასამთავრობოები და ოპოზიცია არ ეთანხმება

Published on

სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო კომისიის სხდომაზე, სადაც სამთავრობო კომისიის წერილი განიხილეს, რომელიც თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას შეეხებოდა. კომისიის დღევანდე სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა კამათში და სიტყვიერ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც სხდომის მონაწილე ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ საკითხის საკრებულოს მთავარ სხდომაზე გატანის გადაწყვეტილებას. ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატმა სხდომაზე განაცხადა, რომ უმრავლესობამ აღნიშნულზე გადაწყვეტილება სუს-ის და გუბერნატორის ზეწოლის ქვეშ მიიღო.არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სამთავრობო კომისიის წერილი არასრულყოფილია, რადგან მას თან არ ერთვის მოსახლეობასთან  შეხვედრის გამართვის ამსახველი დოკუმენტაცია, თუმცა პასუხად საკრებულოს იურიდიულ-სამადნატო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სარიამ განაცხადა, რომ შეხვედრა "ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" ორგანიზებით შედგა, რომელიც ზუგდიდში 4 მაისს გაიმართა და მას შეხვედრის დახურვის მოტივით მედიის წარმომადგენლები არ დასწრებიან. აღნიშნულზე "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ განაცხადა, რომ საკონსულტაციო შეხვედრები არ გამართულა. მისივე თქმით, სამუშაოები ჩასატარებელია და საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ უნდა გავიდეს.სხდომის ბოლოს მედიასთან კომენტარი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. ნუგზარ სარიას განმარტებით, სავარაუდოდ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხს მომავალ კვირაში გაიტანენ, სადაც დეპუტატების მოსაზრებებს მოისმენენ. მოსახლეობასთან შეხვედრებს კი ისინი არ გამართავენ, რადგან ინიციატივა სამთავრობო კომისიას ეკუთვნის. „ანა წითლიძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა, არც გუბენატორს დაუბარებია კომისიის წევრები. შესაბამისად, ეს განცხადება სრული სიცრუეა. შეგიძლიათ კითხოთ ამ და სხვა კომისიის წევრებს, ოდესმე თუ გამართულა მსგავსი შეხვედრა გუბერნატორთან? – პასუხი იქნება უარყოფითი, რადგან მსგავსი დაბარებების და ზეწოლის დრო დასრულდა.“- განაცხადა პრესსამსახუსრის უფროსმა პაატა ლაგვილავამ.  რაც შეეხება სხდომას, მისი გამართვის ზუსტი დრო უცნობია

სიახლეები

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...