მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან პრეზიდენტის გამოშიგნულ ინსტიტუტზე და სხვისი ხმების მოხეკვაზე...

გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან პრეზიდენტის გამოშიგნულ ინსტიტუტზე და სხვისი ხმების მოხეკვაზე საუბრობს

Published on

ჩემთვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საქართველოსნაირ ქვეყანაში პრეზიდენტის სტატუსი, რომელიც აბსოლუტურად გამოშიგნულია,
 პრინციპულად მიუღებელია გადაუნაწილებელი ხმების წაღებაც გამარჯვებული ძალების მიერ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სულხან საბას უნივერსიტეტში ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში საუბრისას განაცხადა. 
 
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ”როდესაც პრეზიდენტს ასახელებ უმაღლეს მთავარსარდლად, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია, არა მხოლოდ ომის დროს მართოს ქვეყანა, არამედ ომამდე კრიზისებში და არასაომარი ვითარების დროსაც კი გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 
 
მისი თქმით, ამ მხრივ სტაბილურობა იყო წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სამჯერ შეიცვალა და ჯარსაც სამჯერ მოუწია ფიცის დადება, რაც გამართლებული არ არის. 
”წარმოიდგინეთ, როცა ჯარმა სამჯერ უნდა სხვადასხვა პრემიერთან დადოს ფიცი. პრემიერი არის ხელისუფლების ძირითადი ბერკეტების მფლობელი, მაგრამ ჯარი, როგორც ერთობა ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან სამშობლოს თავისი სიცოცხლე მისცენ და აიღონ თავიანთ თავზე სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება, ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის იყოს სტაბილური გარემო შექმნილი, მათ უნდა ჰყავდეთ მხედართმთავარი, რომელიც მათ მისცემს იმ ბრძანებას, რომ ამ რისკის ქვეშ დააყენონ სიცოცხლეები, ამ ნაწილში უნდა იყვნენ ძალიან გამართულები, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
”არ შეიძლება ყველა ხმა ერთმა პარტიამ მოხიკოს და წაიღოს თავისთვის. აქ დაიწყო საუბარი, რომ მთლიანად ნუ წაიღებს, ცოტა წაიღოს, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ბევრს წაიღებს თუ ცოტას, მითვისება მითვისებაა. ეს არ არის ჩემთვის მისაღები პრაქტიკა და ცუდ იმპულსებს მისცემს საზოგადოებას. ორი წელია საუბარია იმაზე, რომ დაიცავი შენი ხმა, არ წაგართვან ხმები, არ მოგატყუონ და უცებ გეუბნებიან რომ შენ, რომელ პარტიასაც მიეცი ხმა, მან ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და ის ხმები მიაქვს სხვას. ეს პრინციპულად მიუღებელია არა მხოლოდ საარჩევნო ტექნოლოგიით, არამედ მორალური თვალსაზრისითაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 
 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...