მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროსასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში სავარაუდოდ იარაღს ეძებენ

ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის სახლში სავარაუდოდ იარაღს ეძებენ

Published on

ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში ჩხრეკა გრძელდება. წოწორიას ძმის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები იარაღს ეძებენ.ბათუმში, წოწორიების ბინაში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან. ახლობლები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან, ადასტურებენ, რომ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს, თუმცა მათი თქმით, მიზეზი მათთვის უცნობია. 
„ეს ადამიანი პატიოსანი ადამიანია. მუშაობს, თავისი სპეციალობა აქვს, თავისი ცეხი აქვს გახსნილი. პატიოსნად, წყნარად, ყოველთვის ყველაფერი წესრიგში აქვს და რა გახდა ამის წინაპირობა არ ვიცი,“ – აცხადებს ოჯახის ახლობელი.გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკას ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ბინაში ცოტა ხნის წინ ექსპერტ-კრიმინალისტები შევიდნენ.

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...