მთავარისიახლეებიმსოფლიოდემოკრატი კონგრესმენი ტეხასიდან დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოდის.

დემოკრატი კონგრესმენი ტეხასიდან დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოდის.

Published on

დემოკრატი კონგრესმენი ტეხასიდან ელ გრინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოდის. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება. ის კონგრესის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ოფიციალურად მოითხოვა.„ეს ჩემი პოზიციაა. ეს არის, რისიც მჯერა და ამას კატეგორიულად მოვითხოვ. მე არ დავთმობ. პრეზიდენტს იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადოს“, – განაცხადა გრინმა კონგრესში გამოსვლისას.მისივე თქმით, იმპიჩმენტი არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი დამნაშავედ იქნება ცნობილი. „ეს ნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი პალატა პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებებს წამოაყენებს. ეს უფრო ჰგავს საბრალდებო დასკვნას, მაგრამ იგივე არ არის“, – განმარტა კონგრესმენმა.სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა თებერვალში დაზვერვის ფედერალური ბიუროს მაშინდელ დირექტორს, ჯეიმს კოიდის სთხოვა, მისი ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ გამოძიება შეეწყვიტა, რასაც კრიტიკოსებმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა უწოდეს.
 
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...