მთავარისიახლეებიპოლიტიკაწალენჯიხის გამგებელი მოადგილეების გარეშე დარჩა- timer.ge

წალენჯიხის გამგებელი მოადგილეების გარეშე დარჩა- timer.ge

Published on

წალენჯიხის გამგებლის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. “თაიმერის” ინფორმაციით გიორგი ლუკავამ და თენგიზ ფიფიამ წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე დაწერეს. მოადგილეების გადადგომის შესახებ ინფორმაცია ,,თაიმერს“ წალენჯიხის გამგებელმაც დაუდასტურა. ბესიკ ფარცვანია დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისი თქმით ორივე მოადგილემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.შეგახსენებთ: რომ  რამდენიმე დღის წინ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა ავარიაში მოჰყვა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თავად გამგებლის მოადგილე კი ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
 
წყარო: timer.ge

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...