მთავარისიახლეებისაზოგადოებათამარ ჩიბურდანიძე - ოჯახური ღირებულებების დაქვეითება დღეს საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მთავარი...

თამარ ჩიბურდანიძე – ოჯახური ღირებულებების დაქვეითება დღეს საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მთავარი მიზეზია

Published on

ოჯახური ღირებულებების დაქვეითება დღეს საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მთავარი მიზეზია, – ამის შესახებ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.ფონდის ხელმძღვანელი მათ მიერ ჩატარებულ კვლევებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეინიშნება.„არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ევროპულ თუ სხვა სახელმწიფოში, სადაც ოჯახური ღირებულებებისადმი დამოკიდებილება ქვეითდება, დემოგრაფიული პრობლემები მძვინვარებს. ჩვენთან ეს პრობლემა ძირითადად ახალგაზრდებში შეინიშნება და ამაზე მიუთითეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები ქორწინება-განქორწინებასთან დაკავშირებით. 2016 წელს იკლო ქორწინებათა რაოდენობამ და იმატა განქორწინებებმა სწორედ ადრეულ ასაკში. ანუ, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ადრეულ ასაკში გაუაზრებლად ქმნიან ოჯახებს და შემდგომ ადვილად შორდებიან. დემოგრაფიულმა ფონდმა განქორწინებათა გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ სოციალური პრობლემები მესამე ადგილზეა უმნიშვნელო პროცენტული მაჩვენებლით. მთავარი მიზეზი ერთმანეთის უფლებებისადმი უპატივცემულობა და ძალადობაა. თუკი საქართველოში ერთგულება მხოლოდ ქალების ხვედრი იყო, დღეს ახალგაზრდა ქალები მეუღლეებისგანაც ასეთივე ერთგულებას ითხოვენ და დამკვიდრებულ სტერეოტიპს არღვევენ. განქორწინებულ ოჯახებში კი შობადობა არ იზრდება. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ, რომ ქორწინება-განქორწინების თემა დღეს საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა. აუცილებელია ახალგაზრდების ცნობიერება გავზარდოთ ოჯახური ღირებულებებისა და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემის კუთხით. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს დიდი პროექტი სწორედ ახალგაზრდებისთვის, რომელსაც უახლოეს დღეებში გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...