მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, შენ შრომობ - ესენი ჭამენ''- ამ პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს დღეს ნაციონალური...

,, შენ შრომობ – ესენი ჭამენ”- ამ პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს დღეს ნაციონალური მოძრობის წევრი გიორგი რუხაია

Published on

  თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი რუხაია დააკავეს.  დაკავება პოლიციის გაძლიერებული რაზმის მიერ  ორთაჭალაში მოხდა,  სწრაფი კვების ერთ-ერთი ობიექტიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. დაკავების ამსახველ ვიდეო მასალას ,,თავისუფალი ზონა'' ავრცელებს.
 
შსს ინფორმაციით, გიორგი რუხაია თავდაპირველად ადმინისტრაციული კოდექსით, ქალაქის იერსახის დამახინჯების ფაქტზე იყო გამოვლენილი, შემდეგ კი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. იგი  წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.  საქალაქო სასამართლო აღნიშნულ საქმეზე დღეს იმსჯელებს.  
 
აქტივისტის დაკავებას უსამართლოდ მიიჩნევენ ნაციონალურ მოძრაობაში – გიორგი რუხაია სამართალდამცველებმა პლაკატების გაკვრისთვის დააკავეს. პლაკატებზე გამოსახულია ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე და წერია ,,შენ შრომობ – ესენი ჭამენ!'' 
,,ისტერიკაში მყოფი ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ვეღარაფერი უშველით. ათობით ათას ასეთ პლაკატს და მოქალაქეს იხილავენ ძალიან მალე თბილის ქუჩებში და შუშის კოლბასთან.'' – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....