მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე სამადაშვილს ჰერბერტ ზალბერის კატასტროფული განცხადება ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის...

სალომე სამადაშვილს ჰერბერტ ზალბერის კატასტროფული განცხადება ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირ შედეგად მიაჩნია

Published on

,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადება არის კატასტროფული და საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა გააკეთოს.  
 
სამადაშვილის თქმით,  ,,ეს გზავნილები არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის, რომელსაც უკვე მეხუთე წელია ატარებს ,,ქართული ოცნება". ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რეალურად ჟენევის მოლაპარაკების დაკნინება და მისი ნიველირება ხდება სწორედ კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის პარალელურად. საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ხელშეწყობით ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია არის მოხსნილი საერთაშორისო დღის წესრიგიდან. დღეს ჟენევის თანათავმჯდომარე ღიად და აშკარად ფაქტობრივად აღიარებს დე ფაქტო ხელისუფლების არჩევნების შედეგებს. ეს არის სრულიად კატასტროფული განცხადება. ქართულმა მხარემ ამას უმწვავესი რეაგირება უნდა მისცეს"
 
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა..

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...