მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის შვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პრეზიდენტის შვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Published on

მოსამართლე ელენე გოგუაძემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.როგორც მოსამართლემ განმარტა, სასამართლოში წარმოდგენილი საქმის მასალებით კაჭარავას ბრალი მძიმე კატეგორიის დანაშაულში ედება. თუმცა, ელენე გოგუაძემ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ გარემოებას არ ეფუძნება. მოსამართლის თქმით, დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ფაქტები კაჭარავას არ დაუფიქსირებია არც ჩხრეკის ოქმში და არც დაკავების ოქმში, შესაბამისად, მხოლოდ სასამართლო პროცესზე ისაუბრა ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულს, რომელშიც კაჭარავას ბრალი ედება, ახასიათებს განგრძობადობა და განმეორებითობა.“დასადგენია, თქვენგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობა, ასევე დანიშნულება და, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ გამოძიებას ამ კუთხით ხელი შეეშალოს”, – განაცხადა მოსართლე ელენე გოგუაძემ. მან ასევე ბრალდებულს განუმარტა, რომ წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც 26 ივნისსაა ჩანიშნული, აუცილებლად მოხდება ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა.მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში მყოფი დაკავებულის ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენიმე მათგანმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. სასამართლო დარბაზი ასევე უკომენტაროდ დატოვა პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა.
 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...