მთავარისიახლეებისაზოგადოებაომბუდსმენი: საქართველოში ლგბტი ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ

ომბუდსმენი: საქართველოში ლგბტი ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ

Published on

"ლგბტი ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ დღის აღნიშვნის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოებაში ლგბტი თემის მიმართ არსებული ჰომოფობიური წინასწარგანწყობების შესამცირებლად".სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში შეუძლია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს დაუკავშირდეს, ნომერზე 14–81.17 მაისს მთელ მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დისკრიმინაციული მოტივებით დაარბიეს, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. სწორედ ამიტომ, ამ დღეს სასულიერო პირები მართავენ მსვლელობას ხატებით მრევლთან ერთად.2017 წლის 17 მაისის აქცია ძალადობის წინააღმდეგ, თბილისში მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა, რა დროსაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული. აქტივისტების მოსაზრებით, აქციის ამ პირობებში ჩატარებაც კი ლგბტ პირთა არასახარბიელო მდგომარეობის ილუსტრირებაა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...