მთავარისიახლეებისაზოგადოებაისტორიული ლაზეთიდან საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება

ისტორიული ლაზეთიდან საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება

Published on

ისტორიული ლაზეთიდან, ოფრადან, საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება, რომელიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღეს, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.  ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის  ინფორმაციით, მსვლელობა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით მოხდება. ამ მიზნით დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ საპატრიარქოში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატები აკურთხა. ასევე, დალოცა სასულიერო პირები და მრევლი, რომლებიც ამ ხატებით მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას. მამა იოანეს თქმით, ფეხით მსვლელობა დღეს, ისტორიული ლაზეთის ტერიტორიიდან, ოფრადან დაიწყება და 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. არქიმანდრიტის განცხადებით, მსვლელობის მონაწილეები დღესვე გონიოში იქნებიან, 12 მაისს, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს კი – დიდაჭარაში. შემდეგ ჩავლენ ახალციხეში, აწყურში , ბორჯომში, ხაშურში, გორში, ასევე სამთავისში. 16 მაისს, საღამოს ლოცვაზე ხატებით მსვლელობის მონაწილეები სვეტიცხოველში იქნებიან. 17 მაისს წირვის შემდეგ კი მსვლელობა თბილისისკენ გაგრძელდება. მამა იოანეს თქმით, მსვლელობის მონაწილეებს ვარდების მოედანზე ტრადიციულად მრევლი და სასულიერო პირები დახვდებათ. შემდეგ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ, 2014 წელს გამოცხადდა. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით მსვლელობა კი 2015 წლიდან იმართება.
 

სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა...

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. განცხადების თანახმად,...

ამინდი საქართველოს ქალაქებში, 28 იანვრის პროგნოზი

28 იანვარს, საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დედაქალაქში +5 გრადუსს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების...

ავარიის შედეგად ბათუმში ქვეითი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი...