მთავარისიახლეებისამხედრო თემაწვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება გარკვეულ შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით...

წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება გარკვეულ შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე

Published on

 პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციის, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. 
 
პროექტის ავტორი და ინიციატორია თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში გამორჩენილია და არ არის დაკონკრეტებული, თუ რას ნიშნავს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, ამიტომ აუცილებელია   დაზუსტდეს,  თუ რა შეიძლება ჩაითვალოს წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებად, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. 
”თუკი გამწვევი კომისია ჩათვლის, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს თავის არიდებას მოტყუებით, თვითდაზიანებით, სხვაგვარი სიმულაციის გზით, მას შეეძლება საქმე პროკურატურას გადასცეს”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი სესიაშვილმა. 
 
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა  შესაძლოა უკავშირდებოდეს  ”გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირებას , რომლის შექმნის მიზანს ხელისუფლება ხსნის არა სარწმუნოებრივი სეხედულებებისადმი პატივისცემით, არამედ როგორც ახალგაზრდების დახმარებას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებაში .

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...