მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღიდან ბავშვი გაიპარა

თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღიდან ბავშვი გაიპარა

Published on

თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღიდან ბავშვი გაიპარა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის მშობელი აქვეყნებს, რომელსაც "ოდიშინიუსი" უცვლელად გთავაზობთ.: დღეს საერთოდ არ მეგონა თუ შევძლებდი წერას. მხოლოდ ახლა შევძელი fb -ზე შემოსვლა. ემოციურადგანადგურებული და დაღლილი ვარ. მხოლოდ სოციალური პასუხუსმგებლობა და მოქალაქეობრივი ვალი მიბიძგებს დავწერო ყოველივე.დაახლოებით 2 კვირის წინ მივიყვანე ჩემი 3 წლის ნინუნა კერძო "კარგ" ბაღში, სახლთან ძალიან ახლოს.შევთანხმდით , რომ ეს ერთი თვე ნახევარი დღით , სადილამდე ივლიდა, იმ გათვლით, რომ შეეჩვეოდა გარემოს, ბავშვებს და სექტემბრიდან სრული დატვირთვით მივიყვანდით. დღეს დილითაც მივიყვანეთ ჩვეული კუნტრუშით, პეპას ზურგჩანთა მოკიდებული ჩემი კნოპკა გოგო. ნინუნა ტიროდა თურმე
( ისე როგორც ყველა ტირის თავიდან) დაახლოებით 2 სთ-ზე ბავშვმა ბაღი თვითნებურად დატოვა, გამოვიდა ყაზბეგის გამზირზე , გადაჭრა ქუჩა და dunkin donuts-თან აღმოჩნდა. ატირებული და დაბნეული ბავშვი ორმა ღვთისნიერმა ქალბატონმა შეამჩნია, ხელი მოკიდა და ბაღში დააბრუნა. სახლში დარეკეს ბაღიდან, რომ ნინუცა ტიროდა და ჩემებიც 5 წუთში ადგილზე გაჩნდნენ. ამ საშინელ ამბავს ვერაფრით ვერ გავიგებდით, რომ არა ის 2 ქალბატონი, რომლებიც ბაღის კართან იდგნენ და ბავშვის პატრონს ელოდნენ. დაბნეულობისგან მათი ვინაობა და კოორდინატები ვერ იკითხეს ჩემებმა. ნინოს შუბლზე აქვს სილურჯე, რომელიც დილით არ ჰქონდა. არ ვიცი წაიქცა თუ დაეჯახა რამეს. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის,  ყველა მძღოლს , რომლებმაც დარწმუნებული ვარ საოცარი მანევრები აკეთეს საშინელების თავიდან ასაცილებლად. ნინოს სიმაღლიდან გამომდინარე ის მანქანიდან არც ჩანს კარგად, საუბარი მაქვს ყაზბეგის გაზირზე, დღის 2 სთ-ზე , როგორი მოძრაობაა ყველამ იცით. უღრმესი მადლბა იმ ორ ქალბატონს, რომლებმაც შვილის სიცოცხლე მაჩუქეს. რომ არა ისინი არ ვიცი დაბნეული ბავშვი თამარაშვილის თუ დელისის მიმართულებით გაიქცეოდა. მოგმართავთ ყველას, თუ ვინმემ დაინახეთ ან იცით რაიმე მომხდარის შესახებ მომწერეთ. ბაღი ციცინათელა, ალ.ყაზბეგის 47. არ ანდოთ თქვენი შვილები ამ "ყურადღებიან" აღმზრდელებს!!! შურისძიება არ მალაპარაკებს , თავს ვთვლი ვალდებულად თქვენი და თქვენი შვილების წინაშე!"- წერს თამარ სხვიტარიძე

 

სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა...

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. განცხადების თანახმად,...

ამინდი საქართველოს ქალაქებში, 28 იანვრის პროგნოზი

28 იანვარს, საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დედაქალაქში +5 გრადუსს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების...

ავარიის შედეგად ბათუმში ქვეითი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი...