მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველო ადრე თუ გვიან იძულებული გახდება აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა - განაცხადა რაულ...

საქართველო ადრე თუ გვიან იძულებული გახდება აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ გაეროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე

Published on

,,არ მინდა გაწყენინოთ, ჩვენ კარგი პირადი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ,  რომ ეს პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუ  არ ავაგეთ სათანადო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. – განაცხადა ოკუპირებული აფხზაეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან ნილს სკოტთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა სოხუმში – საქართველო ადრე თუ გვიან იძულებული გახდება აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მაშინ დიალოგი სრულიად სხვაგვარად წარიმართება.
 
შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ ხასზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ბევრი საკითხი განიხილება და გამოთქვა რწმენა, რომ  რესპუბლიკის ურთიერთობა გაეროსთან შემდგომში უფრო პოზიტიური მიმართულებით წარიმართება და აფხაზეთი მიიღებს მხარდაჭერას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხში: 
 
,, დიდი მადლობა დახმარებისთვის, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა გვიწევს, მაგრამ ეს დახმარება ვერ იქნება სრული აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების გარეშე. ‘’- განაცხადა მან. – დღეს ჩვენ  სრულიად განსაკუთრებულ დახმარებას გვიწევს რუსეთის ფედერაციაც, მაგრამ არ შეიძლება ეს სამუდამოდ გაგრძელდეს    – ჩვენს რესპუბლიკას შეუძლია და უნდა განვითარდეს კიდეც დამოუკიდებლად. იგი თავად უნდა დადგეს ფეხზე და დაეყრდნოს საკუთარ  შესაძლებლობებს ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში.’’ 
 
გაეროს მუდმივმა  კოორდინატორმა ნილს სკოტმა აღნიშნა,  რომ სახეზეა იმ დახმარების  კონკრეტული შედეგები, რომელსაც გაერო უწევს აფხაზეთს სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროს  განვითარებაში.
 ,,ამ დახმარებას მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს აფხაზეთისთვის და, იმედია, შევძლებთ ვიპოვოთ სწორი გდაწყვეტილება სხვა განსახილველ საკითხებშიც’’ – განაცხადა მან.  
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...