თეონა ქარდავა: სუს-ის მეშვეობით მაფრთხილებენ, რომ გავჩუმდე (Video)

0
388

„საქართველოს წითელი ჯვრის“ მოხალისეს თეო ქარდავას სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით აფრთხილებენ. ამის შესახებ თავად ქარდავამ დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მას სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელი ინტრენეტსი გაეცნო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია. თეონა ქარდავა ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას უცნობი პირი ყველაფრის დაკარგვით ემუქრებოდა.

სოციალური ქსელის მეშვეობით უცნობი პირის მიერ გამაფრთხილებელ შეტყობინებებს თეონა ქარდავა მის ბოლოდროინდელ აქტიურობებს უკავშირებს. მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკას, დევნილებისთვის ბინების განაწილებისას შერჩევით მიდგომას, ასევე სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციებზე დგომას, როცა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მკვლელობასა და კორუმპირებულობაში, ასევე კონტრაბანდის ლობირებაში დაადანაშაულეს. საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისე აცხადებს, რომ გამაფრთხილებელი წერილები შესაძლოა მის თამამ განცახდებებსაც უკავშირდებოდეს ბესიკ ჯგუშიას გარდაცვალების საქმეზე.

თეონა ქარდავა მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული და გამოაშკარავდეს ის პიროვნება, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით წერს. ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უწყებაში აცხადებენ, რომ ქარდავას მიერ დასახელებული პირი მათი თანამშრომელი არ არის.

 

წინა სტატია“29% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 10% ფიქრობს, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-NDI
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური