მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI-ს გამოკითხულთა მხოლოდ 17% მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა ქართულ ოპოზიცის გააძლიერებს

NDI-ს გამოკითხულთა მხოლოდ 17% მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა ქართულ ოპოზიცის გააძლიერებს

Published on

NDI-ს გამოკითხულთა მხოლოდ 17% მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” გაყოფა ქართულ ოპოზიცის გააძლიერებს. კითხვაზე: ”თქვენი აზრით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერების მიერ ახალი პარტიის დაფუძნება საქართველოში ოპოზიციას გააძლიერებს, დაასუსტებს, თუ არაფერი შეიცვლება?”, პასუხები ასე გადანაწილდა: გააძლიერებს 17%, არაფერი შეიცვლება – 47%, დაასუსტებს – 17%, არ ვიცი -19%. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

სიახლეები

ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულებას ხელი...

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ "ფორმულაზე" გაკეთებულ განცხადებას ("ვინც არჩევნებზე არ...

რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების რეჟიმმა 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების აღსრულების ახალი...

პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ყოფილი აშშ-ს ელჩი...