მთავარისიახლეებისაზოგადოებახუთი სენაკელი მოსწავლის გამოგონება, რომელიც მეწყერს პროგნოზირებს

ხუთი სენაკელი მოსწავლის გამოგონება, რომელიც მეწყერს პროგნოზირებს

Published on

ხუთი სენაკელი მოსწავლის გამოგოგონება, რომელიც მეწყრის პროგნოზირებისა საშუალებას იძლევა. როდესაც მე-8-კლასელელები გვანცა, ლიკა, ნათია, დეა და ალექსი თბილისისკენ მოემგზავრებოდნენ მილენიუმის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თვითონაც ვერ წარმოედგინათ, რომ ეს მხოლოდ დიდი მოგზაურობის დასაწყისი იყო და მათი მარშრუტის საბოლოო პუნქტი კოსმოსური კვლევების ცენტრი, ნასა იქნებოდა.მათ ჯერ თბილისში დაამარცხეს ყველა მეტოქე – 88 გუნდიდან პირველი ადგილი აიღეს. ამით მოიპოვეს საგზური ამერიკაში, იქაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს. ბავშვების წარმატების ფორმულა კი მათივე გამოგონება აღმოჩნდა – სისტემა, რომელიც მეწყრის პროგნოზირებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას იძლევა.მათი გამოგონება იმ პრინციპით მუშაობს, რომ როდესაც მეწყრის საშიშროება ჩნდება, სისტემა უშუალოდ იმ ადამიანებს ატყობინებს, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ. მათ ავტომატური საგანგაშო მესიჯი მისდით ტექსტით: "მოსალოდნელია მეწყერი. დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია!"
 
 
 

სიახლეები

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...

ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულებას ხელი...

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ "ფორმულაზე" გაკეთებულ განცხადებას ("ვინც არჩევნებზე არ...

რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების რეჟიმმა 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების აღსრულების ახალი...