მთავარისიახლეებიპოლიტიკაგარიგება მერიასა და ფარცხალაძის კომპანიას შორის-"ენმ" დოკუმენტებს ასაჯაროვებს

გარიგება მერიასა და ფარცხალაძის კომპანიას შორის-“ენმ” დოკუმენტებს ასაჯაროვებს

Published on

ნაციონალური მოძრაობა იმ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომელსაც აუდიტის სამსახური შეისწავლის და რომელიც ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის საკითხს ეხება. დოკუმენტები პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, რომელის ადგილმონაცველობასაც ამჟამად ოთარ ფარცხალაძის კუთვნილებაში მყოფი კომპანია 2010 წლიდან ითხოვდა, თუმცა მოთხოვნა თბილისის მერიამ მხოლოდ მას შემდეგ დააკმაყოფილა, რაც კომპანიის მფლობელი ყოფილი მთავარი პროკურორი გახდა.ნადირაძის თქმით, ოთარ ფარცახალაძე მიწის ნაკვეთზე, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმებოდა, ოთხი 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.„კომპანიას, რომელიც 2010 წლიდან ითხოვდა მიწის ადგილმონაცველეობას, მიწა დაჩქარებით, კანონდარღვევით მოუნაცვლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მფლობელი გახდა ოთარ ფარცხალაძე. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც ბატონი ფარცხალაძე ითხოვს მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ ოთხი 20 სართულიანი კორპუსის მშენებლობას. აქ დაგეგმილი იყო რეკრეაციული და მწვანე სივრცეების შექმნა."ეს არის დოკუმენტი, რომელითაც დასტურდება, რომ ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მილიონერი და ახალა ის ითხოვს მერიისგან, რომ თავის მილიონებს მილიონები შეემატოს, მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ და ყველას, ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება, გაუსწორდეს მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით, როგორც ის გაუსწორდა ბატონ თორდიას."ჩვენ მოვითხოვთ ბატონი ნარმანიასგან, ნუ ჩაიდენს დანაშაულს, შეაჩეროს აღნიშნული საკითხის განხილვა და ნუ ჩადგება ქართული ოცნების დანაშაულებრივი ინტერესების დაცვაში,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...