მთავარისიახლეებიმსოფლიოემანუელ მაკრონის ინაუგურაცია. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად გადაიბარა ხელისუფლება ფრანსუა ოლანდისაგან

ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად გადაიბარა ხელისუფლება ფრანსუა ოლანდისაგან

Published on

საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალურად იწყებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე. მისი ინაუგურაცია პარიზში, ელისეს სასახლეში – საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის  რეზიდენციაში შედგა.
 
ფიცის დადებამდე მაკრონი პირისპირ, დახურულ კარს მიღმა შეხვდა თავის წინამორბედს, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს.
 პროტოკოლის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაზე ფრანსუა ოლანდმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტს სახელმწიფო საიდუმლოებისა და ბირთვული შეიარაღების კოდები გადასცა და ჩაყენა მიმდინარე სახელმწიფო საქმეთა კურსში. მაკრონი, რომელსაც  ხელისუფლება გადავაბარე, არ არის ჩემი  პოლიტიკურ ოპონენტი და ეს გაცილებით უბრალოდ და მარტივად მოხდა. – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ფრანსუა ოლანდმა.  
 
შეხვედრის დასრულების სემდეგ სახეკლმწიფოს ახალმა მეთაურმა მანქანამდე მიაცილა თავისი წინამორბედი, ამ დროს მაკრონის  თანაპარტიელებმა  საარჩევნო შტაბ-ბინის ფასადზე გადმოფინეს ბანერი წარწერით – ,,მადლობა ოლანდს!''
 
რეიტერის ცნობით, მაკრონი ორშაბათს 15 მაისს  გდაასახელებს ახალი მთავრობის შემადგენლობას და მინისტრთა კაბინეტის ვინაობას. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...