მთავარისიახლეებისამართალითავდასხმა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე ლაშა თორდიაზე

თავდასხმა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე ლაშა თორდიაზე

Published on

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას წუხელ თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარს ლაშა თორდია სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირებს. 
„ლაშა თორდიას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავის დაცვასთან ერთად“, – აცხადებენ პრესსამსახურში. 
ამ დროის მონაცემებით, ლაშა თორდია კლინიკაში იმყოფება. 
 
 გენერალური აუდიტორი   აცხადებს, რომ აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა ყოფილი მთავარი პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. 
 
”მას თუ ჰგონია, რომ ამით რაღაც შიშს დანერგავს და ვიღაც რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება. ორშაბათს,  15 მაისს  გავასაჯაროებ აუდიტის ხელთ არსებულ მასალებს და  კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თუ რაზეა საუბარი.  – განაცხადა თორდიამ. 
 
 სავარაუდოდ, მასალები  2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება.
 
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...