მთავარისიახლეებისამართალიშსს-მ ბაბუას მკვლელობაში ბრალდებული შვილიშვილი დააკავა

შსს-მ ბაბუას მკვლელობაში ბრალდებული შვილიშვილი დააკავა

Published on

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ.-მ და მისმა მეგობარმა, გ.გ.-მ მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, მ.კ.-ს ბაბუას, 1940 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა მ.კ. და გ.გ. თბილისში დააკავეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...