მთავარისიახლეებიკონფლიქტებიროგორ და რატომ დაარღვია დავით საგანელიძემ საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ ჩინეთში

როგორ და რატომ დაარღვია დავით საგანელიძემ საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ ჩინეთში

Published on

საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე ჩინეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე  გამართულ შეხვედრებში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ პირთან ერთად მონაწილეობდა – მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთვის ფოტო, რომელზედაც დავით საგანელიძე აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთან სენერ გოგუასთან ერთად არის აღბეჭდილი.
სენერ გოგიააფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელია თურქეთში. ის 1992-1993 წლებში აფხაზეთი ომის მონაწილეა. 
 
 ამ ფოტოს ქართულ მედიაში დასაზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა, საქმე ისაა, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ  კრძალავს ასეთი ტიპის ურთიერთობას, კერძოდ, დელეგაციების შეხვედრას ოფიციალურ დონეზე, თუ ის არ არის გარკვეული ჩარჩოებში მოქცეული, შესაბამისად,    ის  რაც ჩინეთში მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია და დავით საგანელიძისგან ამ სკანდალური საკითხზე განმარტებასა და ხელისუფლების ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს.  
 
დავით საგანელიძე მედიასთან საუბარში განმარტავს, როგორ მოხვდა ამ სიტუაციაში: ,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ბიზნეს ფორუმში აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დელეგაცია არ მონაწილეობდა. სხვა ქვეყნებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც როგორც აღმოჩნდა იყო სენერ გოგუა. ფოტო   ფორუმის ორგანიზატორების მიერ არის გადაღებული და  ის თუ ვინ იყო მასზე ჩემთან ერთად აღბეჭდილი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ შევიტყვე. ასე,  შესაძლოა სამახსოვრო ფოტოებზე ჩემს გვერდით ფორუმში მონაწილე ქვეყნების 500 წარმომადგენლიდან ნებისმიერი შიძლება აღმოჩენილიყო “, – აცხადებს
 
რაც შეეხება ოსი და აფხაზი წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ სამხედრო კონფლიქტებში, ჩემი პირადი პოზიციაა, საქმიანი ვიზიტების დროს თუკი მომიწევს მათთან, როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მზად ვარ ხელი ჩამოვართვა და ჩვენს საერთო ტკივილზე ვესაუბრო. თუმცა აქვე კატეგორიულად ვაცხადებ, ნებისმიერ იმ ღონისძიებაში, სადაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო“ – აცხადებს საგანელიძე. 

 

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...