მთავარისიახლეებიმსოფლიორომის ცენტრში ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა

რომის ცენტრში ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა

Published on

დღეს დილით რომის ცენტრში, ავანტინოს ქუჩაზე მდებარე ფოსტის შენობასთან   აფეთქება მოხდა – ტელეარხი  RAI Nevsi ავრცელებს ინფორმაციას, რომ   აფეთქების შედეგად დაზიანდა ფოსტასთან პარკირებული ერთი მანქანა. დაშავებულები არ არიან. 
 
ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად დადგენილია, რომ აფეთქება ხელნაკეთი მოწყობილობით მოხდა. ერთი ვერსიით პლასტმასის ყუთში  მოთავსებული  ბომბი   დამონტაჟებული იყო სადგომზე მდგარ ორ მანქანას შორის,მეორე ცერსიით, უშუალოდ  ფოსტის შესასვლელთან და მანქანა აფეთქების ტალღამ დააზიანა. 
 
რომის პროკურატურის განცხადებით, რომში დღეს მომხდარი აფეთქების ყველაზე სავარაუდო კვალი ანარქისტულ ძალებზე გადის, მაგრამ არ გამოირიცხება, რომ ეს შესაძლოა კრიმინალური ინციდენტიც იყოს.  
 
 
 

 

 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...