NDI -ის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 48 % საბჭოთა კავშირის დაშლას „კარგ მოვლენად“, 42 % კი „ცუდ მოვლენად“ აფასებს

0
414
"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა. "NDI"-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა.
 
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48 % მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო. 
 
კითხვაზე, საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი საქართველოსთვის, 42% აცხადებს, რომ ეს „ცუდი მოვლენა იყო“, 10% -მა კი არ იცის.
 
როგორც NDI-ში განმარტავენ, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც მიიჩნევს, რომ სსრკ-ს დაშლა ცუდი იყო, მაინც უჭერს მხარს ევროკავშირში წევრობას. უმეტესად კი საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევვენ სოფლის ტიპის და უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები გამოკითხულები და ასევე ასაკოვანი ადამიანები. "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა. "NDI"-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა.

წინა სტატიაჯანდაცვის პროგრამით პენსიონერებს მშობიარობა/საკეისრო კვეთა დაუფინანსდებათ- რა წერია ჯანდაცვის პროგრამაში?
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური