NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხულთა 47% თვლის, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს”

0
384
NDI-ის კითხვას, "ეთანხმით თუ არ ეთანხმებით, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს", გამოკითხულთა 47%-მა დადებითად უპასუხა, 27%-მა – უარყოფითად, ხოლო 26%-მა განაცხადა, რომ არ იცის. 
 
კითხვაზე, ”თქვენი აზრით, რა საშუალებებით ვრცელდება რუსული პროპაგანდა, გამოკითხულთა 39%-მა პასუხი გასცა, რომ ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით, 34%-მა – პოლიტიკური პარტიებით, 32%-მა – ინტერნეტითა და 
სოციალური მედიით, 15%-მა – არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით, 14%-მა – სამოქალაქო საზოგადოებით, 6%-მა -გაზეთებით, 3%-მა – მეგობრებით და მეზობლებით; 1%-მა- ეკლესიით; 4%-მა კი არ იცის.
 
"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა. "NDI"-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა. 
 
წინა სტატიაNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს
შემდეგი სტატიასაქარველოში სტაბილურად მაღალია ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა – NDI
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური