მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ გადაამისამართეს პრეზიდენტის შეკითხვა სხვისი ხმების საკუთარ ხმებად მიწერის შესახებ ...

რატომ გადაამისამართეს პრეზიდენტის შეკითხვა სხვისი ხმების საკუთარ ხმებად მიწერის შესახებ ,,ევროპულ საქართველოზე”?

Published on

.სხვისი ხმების საკუთარ ხმებად მიწერა, არამარტო სამართლიანად არ ჟღერს ჩემთვის, ვფიქრობ, რომ ძლიერმა პარტიამ ეს არც უნდა იკადროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა
 
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სისტემა სამართლიანობაზე უნდა იყოს დამყარებული.
 
„სხვისი ხმების დარეგისტრირება, საკუთარ ხმებად მიწერა, არა მარტო სამართლიანად არ ჟღერს ჩემთვის, გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ ძლიერმა პარტიამ ეს არც უნდა იკადროს. რად უნდა სხვისი ხმები. რაც შენია, შენია და რაც შენი არ არის, შენი არ არის. თუ იტალიაში სხვანაირად არის, არ გავზრდილვარ იტალიაში და სადაც გავიზარდე იქ, ასე იყო, რომ რაც შენია შენია და რაც შენი არ არის, შენი არ არის. ამაზეც პოლიტიკურ პარტიებს ვკითხოთ ჭკუა. ეს ხომ მათი სათამაშო მოედანია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
 
სოციალურ ქსელში პრეზიდენტის შეკითხვა უკვე გადაამისამართეს ,, ევროპულ საქართველოზე'', რომელმაც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სურათისა  და სახელის ფრიალით მოიპოვა ხმები არჩევნებში და პარლამენტში მოხვედრისთანავე  გაემიჯნა მას. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...